VIDEO: 'აქ აზარტი კიდევ უფრო დიდია' - 'ალ-ჰილალმა' ნეიმარი წარადგინა » სპორტის ხაზი

VIDEO: 'აქ აზარტი კიდევ უფრო დიდია' - 'ალ-ჰილალმა' ნეიმარი წარადგინა

VIDEO: 'აქ აზარტი კიდევ უფრო დიდია' - 'ალ-ჰილალმა' ნეიმარი წარადგინა
20-08-2023, 10:50
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, არაბულმა ალ-ჰილალმა გუნდის ახალწვეულები სავსე ტრიბუნების წინ წარადგინა - განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამოდგა ნეიმარის პრეზენტაცია, რომელმაც არაბეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

31 წლის ფეხბურთელი ორ წელიწადში ხელფასის სახით 160 მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა, სხვა ბევრი პრივილეგიითაც ისარგებლებს. არაოფიციალური ცნობით, ბრაზილიელი ვარსკვლავი ალ-ჰილალის თითოეულ მოგებულ მატჩზე ბონუსად 80 000 ევროს გამოიმუშავებს, სოციალურ ქსელში განთავსებულ თითოეულ პოსტზე კი, რომელიც საუდის არაბეთს პოპულარიზაციას გაუწევს, 500 000 ევრო ერგება. გარდა ამისა, ნეიმარი ისარგებლებს კერძო თვითმფრინავით და თავის შეყვარებულთან ერთად ქვეყანაში ცხოვრების უფლება ექნება, მიუხედავად იმისა, რომ მასთან ოფიციალურად დაქორწინებული არ არის.

VIDEO: 'აქ აზარტი კიდევ უფრო დიდია' - 'ალ-ჰილალმა' ნეიმარი წარადგინა

ბოლო ათწლეულში ბრაზილიელ ფორვარდში რამდენიმე კლუბმა ჯამში 333 მილიონი ევრო დახარჯა

წარდგენის შემდეგ, ნეიმარი გულშემატკივრებს მიესალმა და განაცხადა: "ამაღელვებელია, სხვა გუნდებში ასეთი მოთამაშეების ნახვა. ეს გაძლევს მოტივაციას, რომ კიდევ უფრო კარგად ითამაშო. რონალდუს, ბენზემას, ფირმინოს პირისპირ როცა ხვდები, აზარტი კიდევ უფრო დიდია. ასე რომ, მოხარული ვარ, რომ შემოვუერთდი ამ ლიგას, მათთან შეხვედრა მშვენიერი იქნება, ეს იქნება ფანტასტიკური."

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ამერიკელმა ფეხბურთელმა კარიერა სანტოსში დაიწყო, სადაც 2013 წლამდე ითამაშა (225 მატჩი, 136 გოლი), მომდევნო 4 სეზონი ბარსელონაში გაატარა (186 მატჩი, 105 გოლი), ხოლო 2017 წლიდან პსჟ-ს ღირსებას იცავდა, რომლის მაისურით 173 შეხვედრაში თავი 118-ჯერ გამოიჩინა. ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია პელესთან ერთად - 77 გოლი 124 თამაშში.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ალ-ჰილალმა ნეიმართან ერთად გულშემატკივრებს რუბენ ნევეში, კალიდუ კულიბალი, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, მალკომი და იასინ ბონო წარუდგინა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი