ნაპოლიდან გალათასარაიში განათხოვრებული ვიქტორ ოსიმენი ზაფხულის შემდეგ კლუბს კიდევ ერთხელ შეიცვლის - ინფორმაციას ამის თაობაზე ფეხბურთელთან დაახლოებული ნიგერიელი ჟურნალისტი ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, 95%-ით ოსიმენი კარიერას მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელებს, ხოლო ნაპოლი ტრანსფერის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს მიიღებს.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში 26 წლის ფორვარდმა გალათასარაის მაისურით ჩატარებულ 27 შეხვედრაში თავი 20 გოლით და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.