"ბრალდება სასაცილოა" - ფრანგი ჟურნალისტი კვარას ტრანსფერში წუნს ვერ ხედავს » სპორტის ხაზი

"ბრალდება სასაცილოა" - ფრანგი ჟურნალისტი კვარას ტრანსფერში წუნს ვერ ხედავს

"ბრალდება სასაცილოა" - ფრანგი ჟურნალისტი კვარას ტრანსფერში წუნს ვერ ხედავს
გუშინ, 21:08
Aa Aa
გაზიარება:

დღეს დილიდან გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიონი პარი სენ-ჟერმენს ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის გამო უჩივის.

როგორც ლიონელები ამბობენ, პარიზულმა გრანდმა კვარას ტრანსფერის განსახორციელებლად უცხოური დაფინანსება გამოიყენა, რაც ლიგა 1-ის რეგულაციებით აკრძალულია.

აღნიშნულთან დაკავშირებით თავის აზრს ფრანგი ჟურნალისტი, პიერ მენესი გამოთქვამს, რომელმაც ლიონის ბრალდებას სასაცილო და აბსურდული უწოდა.

ლიონის ბრალდება ისეთივე სასაცილოა, როგორიც ალმადას ტრანსფერზე საპასუხოდ ჩივილი. რეალურად, ორივე ტრანსფერი დარღვევების გარეშე არის განხორციელებული, ამ კლუბთა პრეზიდენტების ქიშპობა კი ახლა ფრანგულ ფეხბურთს ნამდვილად არ სჭირდება.

- ამბობს მენესი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი