ხვიჩა კვარაცხელიას გამო - "ლიონის" მფლობელმა "პსჟ-ის" წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა » სპორტის ხაზი

ხვიჩა კვარაცხელიას გამო - "ლიონის" მფლობელმა "პსჟ-ის" წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა

ხვიჩა კვარაცხელიას გამო - "ლიონის" მფლობელმა "პსჟ-ის" წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა
დღეს, 03:16
Aa Aa
გაზიარება:

ფრანგული გამოცემა L’equipe წერს, რომ "ლიონი" "პარი სენ-ჟერმენს" კვარაცხელიას თაობაზე უჩივის. ფონსეკას გუნდში თვლიან, რომ კვარას მათ წინააღმდეგ არ უნდა ეთამაშა.

ლიონელთა ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ხვიჩას მათ წინააღმდეგ თამაშის უფლება არ ჰქონდა, ეს "ფეარ პლეის" პრინციპების დარღვევაა და საჩივარი უკვე შეიტანა.

"ხვიჩა კვარაცხელიამ "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლა მხოლოდ კლუბის დაფინანსების გამო შეძლო. ეს კი უცხოური დაფინანსების აკრძალვის რეგულაციასთან წინააღმდეგობაში მოდის.

ფეხბურთელის კონტრაქტის დამტკიცება და რეგისტრაცია, როგორც ახალი მოთამაშის, არღვევს პროფესიონალური ფეხბურთის ლიგის ასოციაციის ადმინისტრაციულ დებულებებს."


- წერს "ლიონის" მფლობელი, ჯონ ტექსტორი, საჩივარში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი