ტურინის იუვენტუსი ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერითაა დაინტერესებული - ინფორმაციას ამის თაობაზე Football Italia ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, ტურინული კლუბი ნიგერიელი ფორვარდის შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეეცდება.
ცნობისთვის, ოსიმენი ნაპოლიდან იჯარის წესით გალათასარაიში გადავიდა და თუ ტოპ კლუბები აღნიშნული ტრანსფერით დაინტერესდებიან, არ არის გამორიცხული იჯარა შეწყდეს.
რაც შეეხება ოსიმენის გამოსასყიდ თანხას, ის 70 მილიონ ევროს შეადგენს.