მოგეხსენებათ, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, მიუნხენის ბაიერნმა მანჩესტერ სიტიდან 6-თვიანი იჯარის წესით პორტუგალიელი მცველი ჟოაო კანსელო დაიმატა, მანჩესტერ სიტი კი ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს, ეს კი ბაიერნისთვის სერიოზული თანხაა.
როგორც კლუბის ინსაიდერი და Sky Sports-ის ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი წერს, მიუნხენის ბაიერნმა ჟოაო კასნელოს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - ფეხბურთელი ზაფხულში ინგლისში დაბრუნდება, რადგან ბაიერნი 70 მილიონის გადასახდელად მზად არ არის, თავის მხრივ, სიტი მზად არის სხვა კლუბებისგან ნებისმიერი სახის შემოთავაზება მოისმინოს.
გადაწყვეტილების შესახებ ბაიერნის ხელმძღვანელობამ კანსელოს უკვე ამცნო.