საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, ანზორ მექვაბიშვილის ტრანსფერით ჯენოა დაინტერესდა - ინფორმაციას ამის თაობაზე კლუბთან დაახლოებული სააგენტო Calcio Genoa ავრცელებს.
წყაროს თქმით, აღნიშნული ტრანსფერით კლუბის ახალი რუმინელი მფლობელი დენ შუკუ არის პირდად დაინტერესებული.
შეგახსენებთ, თავად 23 წლის მექვაბიშვილის რუმინეთის ჩემპიონატში თამაშობს და მიმდინარე სეზონში შიდა ჩემპიონატში ჩატარებულ 10 მატჩში თავი 1 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.