მოგეხსენებათ, რომ მადრიდის რეალის ყოფილი ფეხბურთელი, მესუთ იოზილი წარმოშობით თურქია, თუმცა სანაკრებო კარიერა გერმანიასთან ერთად აქვს გატარებული.
მედიაში სწორედ ამის შესახებ ჰკითხეს ყოფილ ფეხბურთელს, რაზეც იოზილმა ასეთი პასუხი გასცა:
ახლა სხვა დროა და ბევრი რამ შეიცვალა, რის გამოც ამ თემაზე ბევრი საუბარი არ მსურს, თუმცა მაშინ იყო მომენტი, როდესაც ტელევიზიები ჩემს სახელს იყენებდნენ, ამიტომ გერმანია ავირჩიე და მათთან ერთად წარმატებული სანაკრებო კარიერაც მივიღე.
- თქვა იოზილმა.
მესუთ იოზილს გერმანიის ნაკრებთან ერთად 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი აქვს მოგებული.