პარიზელებმა ტულუზას მინიმალური ანგარიშით სძლიეს - როგორი შეფასდა კვარას თამაში? » სპორტის ხაზი

პარიზელებმა ტულუზას მინიმალური ანგარიშით სძლიეს - როგორი შეფასდა კვარას თამაში?

პარიზელებმა ტულუზას მინიმალური ანგარიშით სძლიეს - როგორი შეფასდა კვარას თამაში?
16-02-2025, 02:03
Aa Aa
გაზიარება:

ფრანგული ლიგა 1-ის 22-ე ტურის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ" გასვლაზე "ტულუზას" ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა.

გამარჯვების მომტანი გოლი სტუმართა ესპანელი ნახევარმცველის, ფაბიან რუისის ანგარიშზეა, რომელმაც მატჩის 52-ე წუთზე აკრობატული დარტყმით მოახერხა ბურთის კარის ბადეში გახვევა.

პარიზელთა ქართველი შემტევი სასტარტო თერთმეტეულში გახლდათ და შეხვედრა სრულად ჩაატარა.

Sofascore ხვიჩას ასპარეზობას დღევანდელ შეხვედრაში 10-ბალიანი სისტემით, 7,1 ქულით აფასებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი