ფრანგული ლიგა 1-ის 22-ე ტურში "ტულუზა" შინ კვარაცხელიას "პარი სენ-ჟერმენს" ესტუმრება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე პარიზელთა თავკაცმა ლუის ენრიკემ ქართველი მოთამაშე საინტერესო კონტექსტში ახსენა.
"გვსურს მოწინააღმდეგეებისთვის არაპროგნოზირებადები ვიყოთ. კვარაცხელიას ფლანგზე და ცენტრშიც შეუძლია ითამაშოს, დემბელეს - ორივე ფლანგზე, ბარკოლასაც კი რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია გუნდს გამოადგეს.
სასიხარულოა რომ შეტევაში მრავალფეროვნება და არაერთი ვარიანტის გამოყენების შესაძლებლობა გვაქვს"
- ამბობს ესპანელი.