UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოსგან ნაჩუქარ მილიონ ლარს საქართველოში MMA-ის განვითარებაში დახარჯავს.
"რაც შეეხება დარბაზის აშენებას, სახელმწიფოსგან მიღებული მილიონი ლარის ამ კუთხით დახარჯვა მსურს და ამ საკითხზე ვმუშაობ. სამწუხაროდ, ჩამოსვლისას ცოტა დრო მქონდა, ხომ ხვდებით, ეს საკითხი იოლად ვერ მოგვარდება. თუმცა შევეცდები, საქართველოში ამ სახეობის განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო.
ჩემთვის მთავარი იყო, რომ ერთხელ მაინც მომეგო ქამარი. ბევრი კარგი მებრძოლია, ვინც ეს ვერ შეძლო. მინდა, ყველაფერი გავაკეთო და ის არავის დავუთმო", - განაცხადა მერაბმა.