ლონდონის არსენალის გერმანელი ფორვარდისთვის, კაი ჰავერცისთვის სეზონი ოფიციალურად დასრულდა, რის შესახებაც ფაბრიციო რომანომ დაწერა.
ფეხბურთელმა ბარძაყზე ოპერაცია უნდა გაიკეთოს. არსენალი ამბობს, რომ კაი ჰავერცმა დაზიანება გასულ კვირას სავარჯიშო სესიაზე მიიღო.
ოპერაცია სპეციალისტებმა მოითხოვეს, რომლებმაც არსებული მდგომარეობა საფუძვლიანად შეისწავლეს. კაი ჰავერცი ფეხბურთს ახალი სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე დაუბრუნდება.
- წერს ჟურნალისტი.
მიმდინარე პრემიერ ლიგაში გერმანელ ფორვარდს 9 გოლი და 3 ასისტი აქვს მითვლილი.