ბაიერნის საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ფლორიან ვირცის რეკორდმაისტერში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.
"ჩვენ გვსურს ვირცის დამატება და მოლაპარაკებებში სამივე მხარე ჩართულია - მას ლევერკუზენთან ჯერ კიდევ გრძელვადიანი კოტნრაქტი აკავშირებს, ვფიქრობ ახლანდელი სიტუაციიდან გამომდინარე მისი დამატების შანსი 10%-ია", - განაცხადა ჰიონესმა.
ცნობისთვის, 21 წლის ვირცი ლევერკუზენის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერია და კლუბთან არსებული კონტრაქტი 2027-წლამდე აკავშირებს, ამასთან მისი სატრანსფერო ღირებულება 110 მილიონი ევროა.