პოპულარული ფრანგული გამოცემა L'equipe ხვიჩა კვარაცხელიასა და ლუის ენრიკეს ურთიერთდამოკიდებულების შესახებ წერს.
ლუის ენრიკე გუნდის ახალწვეულ კვარაცხელიას ფრთხილად უდგება, რადგან მან კარგად იცის თუ რამხელა მოთხოვნებია პარი სენ-ჟერმენში.
ენრიკეს სურს, რომ ქართველმა ადაპტაცია თავისი ტემპით გაიაროს და ზედმეტი წნეხი არ იგრძნოს როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა.
პირველ პერიოდში გუნდის ხელმძღვანელობა ხვიჩას გამოსვლით კმაყოფილია. ისინი ფიქრობენ, რომ კვარაცხელია თავის პოტენციალს ბოლომდე გამოავლენს და ეს უბრალოდ დროის ამბავია.
- წერს გამოცემა.