ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ბარსელონას ნახევარმცველმა, პედრი გონსალესმა ზედმეტსახელთან დაკავშირებით სახალისო კომენტარი გააკეთა.
ისინი მე ყოველთვის პედრი პოტერს მეძახიან, თუმცა ჰარი პოტერი ცხოვრებაში არც არასდროს მინახავს.
- ხუმრობს პედრი.
ბარსელონას 8 ნომერს ეს სეზონი მართლაც გამორჩეული აქვს. პედრის ლა ლიგის 21 თამაშში 4 გოლი და 2 ასისტი აქვს მითვლილი, თუმცა მის მატჩებში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშის ხარისხია და არა მატჩისშემდგომი სტატისტიკა.