რაგბი ევროპა | შეცვლილი რაზმით მსოფლიო თასის საგზურისკენ » სპორტის ხაზი

რაგბი ევროპა | შეცვლილი რაზმით მსოფლიო თასის საგზურისკენ

რაგბი ევროპა | შეცვლილი რაზმით მსოფლიო თასის საგზურისკენ
7-02-2025, 17:14
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, 8 თებერვალს, ბორჯღალოსნები „ავჭალაზე“ ნიდერლანდებს დაუხვდებიან და გამარჯვების შემთხვევაში ზედიზედ მეშვიდე, 2027 წლის მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებენ. თამაში 15 საათზე დაიწყება.

მას შემდეგ რაც მსოფლიო თასის მონაწილეთa რაოდენობა 20-იდან 24-მდე გაიზარდა, ევროპამ დამატებით ორი ადგილი მიიღო და შესაბამისად, ავსტრალიაში 2025 წლის რაგბი ევროპის ოთხივე თასის ნახევარფინალისტი გაემგზავრება, მეხუთე გუნდი კი რეპეშაჟში ჩაერთვება.

მაგრამ ბრძოლა ამით არ მთავრდება. რიჩარდ ქოქრილის შეგირდები რაგბი ევროპის მე-17-ე, მიჯრით მე-8 ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვიან, რაც ავსტრალიაში უკეთეს ჯგუფში მოხვედრის გარანტიასაც იძლევა. შეგახსენებთ, საქართველომ ტიტულის დაცვა ერთი კვირის წინ დაიწყო და შვეიცარიას რეკორდული სხვაობით, 110:0 სძლია, ნიდერლანდები კი ესპანეთში 24:53 დამარცხდა.

8 ცვლილება დამწყებებში

მომავალი თამაშის წინ ბორჯღალოსნების სასტარტო შემადგენლობაში 8 ცვლილებაა - 3 ხაზში და 5 შერკინებაში.

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ბექა გორგაძე (პო), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 18. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 19. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 20. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი); 21. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 22. გიორგი ხაინდრავა (ბორდო), 23. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი).

RUGBY.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი