როგორც უცხოურ მედიაში წერენ, რომას ახალი სეზონიდან მთავარი მწვრთნელის შეცვლა სურს, ახალ კანდიდატად კი რომაელები კარლო ანჩელოტის მოიაზრებენ.
კლუბს ამჟამად კლაუდიო რანიერი წვრთნის, რომელიც სეზონის ბოლოს კარიერას ასრულებს, შესაბამისად, იტალიელებს ახალი მწვრთნელის მოძებნა მოუწევთ.
რაც შეეხება კარლო ანჩელოტის, მის მოყვანას ხელს 2 ფაქტორი უწყობს. ერთი ისაა, რომ ანჩელოტი რომაში 80-იან წლებში თამაშობდა და მისთვის ეს კლუბი საშინაოა, მეორე კი ის გახლავთ, რომ კარლოს მბაპესა და ვინისიუსისთვის ოპტიმალური სათამაშო სქემა ჯერ კიდევ ვერ შეურჩევია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში რეალმა თამაში გამოასწორა, ზოგიერთი ექსპერტი ნდობას კარლოსადმი მაინც არ იჩენს.
იწერება ისიც, რომ თავად ანჩელოტის რეალის დატოვება არ სურს და მეტიც, იტალიელი კარიერის დასრულებას სწორედ მადრიდში მოიაზრებს.