ოფიციალურად დადასტურდა, რომ "რომას" ახალი თავკაცი, დედაქალაქური კლუბისთვის კარგად ნაცნობი, იტალიელი კლაუდიო რანიერი იქნება, რომელიც იტალიელებს სათავეში მესამედ უდგება.
რომაელებს ბოლოს ივან იურიჩი წვრთნიდათ, რომელიც სეზონის დასაწყისში გათავისუფლებული დანიელე დე როსის შემცვლელად იყო გათვალისწინებული.
რანიერიმ გასული სეზონის ბოლოს სამწვრთნელო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, ბოლოს კი "კალიარის" თავკაცობდა.
იტალიის ჩემპიონატის საწყისი 12 ტურის შემდეგ "რომას" 13 ქულა აქვს და მე-12 პოზიციაზეა.