როგორც მედიაში იწერება, მილანის ინტერი მიმდინარე სეზონის ბოლომდე საიჯარო ხელშეკრულებით რომას ფეხბურთელ ნიკოლა ზალევსკის იმატებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლონელი ფეხბურთელი კონტრაქტს რომასთან აახლებს, თუმცა იჯარით ამ სეზონის ბოლომდე ინტერში ითამაშებს.
ნიკოლა ზალევსკი რომას აღზრდილია. მან ამ სეზონში ჯალოროსის მაისურით სერია A-ში მხოლოდ 12 შეხვედრა ჩაატარა.