პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო "რომადან" 16 იანვარს გაათავისუფლეს. ეს საკმაოდ მოულოდნელი იყო იმის გათვალისწინებით, რომ მანამდე არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა შესაძლო უთანხმოების ან კლუბის მხრიდან საჯაროდ გამოხატული უკმაყოფილების შესახებ. მაშინვე გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, როგორი იმედგაცრუებით ტოვებს ჟოზე ბაზას, სადაც რიგითი ვარჯიშის ჩასატარებლად იყო მისული.
"ევროტურნირები დაბრუნდა - კერძოდ ჩემპიონთა ლიგა, წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი. ევროპა ლიგის ფინალურ სტადიაზე მონაწილეობას აღარ ვიღებ, რადგან რომადან ისეთმა ადამიანებმა გამიშვეს, ვინც ფეხბურთის შესახებ არაფერი იცის, ამის გამო, თავს განდევნილად არ ვგრძნობ.
ასეთია ცხოვრება, აღმავლობითა და ჩავარდნებით სავსე. ჩემი გათავისუფლება მოულოდნელი და უსამართლო იყო, თუმცა უფრო მეტი ენთუზიაზმითა და მოტივაციით დავუბრუნდები ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ ტურნირებს." - თქვა ჟოზემ.