ტრავმის გამო | ბასილაშვილი რუბლიოვთან დამარცხდა და ტურნირიდან გამოვარდა » სპორტის ხაზი

ტრავმის გამო | ბასილაშვილი რუბლიოვთან დამარცხდა და ტურნირიდან გამოვარდა

ტრავმის გამო | ბასილაშვილი რუბლიოვთან დამარცხდა და ტურნირიდან გამოვარდა
31-01-2025, 23:29
Aa Aa
გაზიარება:

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონპელიეში, ATP-ს 250-ქულიან ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ რუს ანდრეი რუბლიოვთან თამაში პირველ სეტში მაშინ შეწყვიტა, როდესაც მეტოქე 5:2 იგებდა.

"ბასილამ" შეხვედრის გაგრძელება ტრავმის გამო ვეღარ შეძლო.

ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი შეხვედრა მოიგო და ძირითად ბადეშიც ორი წრე გაიარა.

ბასილაშვილი განვლილი გზის შესაბამისად დამატებით 63 სარეიტინგო ქულას მიიღებს, რაც დღევანდელ მსოფლიო რეიტინგში 146-ე ადგილის ტოლია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი