ოფიციალურად: ოთარ მამაგეიშვილი კარიერას პორტუგალიაში გააგრძელებს » სპორტის ხაზი

ოფიციალურად: ოთარ მამაგეიშვილი კარიერას პორტუგალიაში გააგრძელებს

ოფიციალურად: ოთარ მამაგეიშვილი კარიერას პორტუგალიაში გააგრძელებს
30-01-2025, 21:31
Aa Aa
გაზიარება:

"იბერიას" ყოფილი ნახევარმცველი ოთარ მამაგეიშვილი კარიერას პორტუგალიის პრიმერა ლიგის კლუბმა "ფამალიკაოში" გააგრძელებს.

21-წლამდე ნაკრების ნახევარმცველმა პირენეელებთან ხელშეკრულებას 2029 წლამდე მოაწერა ხელი.

"ოთარ მამაგეიშვილი ​გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი და გუნდის საკვანძო მოთამაშე გახლდათ, სეზონის ბოლოს ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველადაც აღიარეს.

მამაგეიშვილმა ზედიზედ ორი სეზონი ​კონფერენს ლიგაზე ითამაშა. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი, 21-წლამდე ნაკრებთან ერთად ევრო 2023-ის მონაწილე. ასევე, სავარაუდოდ, 2025 წლის ზაფხულში სლოვაკეთში გასამართ ახალგაზრდულ ევროზეც ითამაშებს"


- აღნიშნავენ კლუბში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი