დღეს, 8 აგვისტოს, კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ევროტურნირებზე დარჩენილი ერთადერთი ქართული კლუბი, "იბერია 1999", შინ თურქულ "ბაშაქშეჰირს" მიიღებს, შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათზე დაიწყება.
ცნობილი გახდა ქართული კლუბის ძირითადი თერთმეტეული, რითაც "იბერიელები" გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან.
მეკარე: გიორგი მაკარიძე
მცველები: გიორგი ჯინჯოლავა, დერეკ აგიაკვა, გიორგი ჯგერენაია, ცოტნე კაპანაძე
ნახევარდაცვა-შეტევა : ბაქარ ქარდავა, შოთა ნონიკაშვილი, გიორგი კოხრეიძე (C), გიზი მამაგეიშვილი, იური ტაბატაძე, შეიკნე სილა.
მთავარი მწვრთნელი - ლევან კორღალიძე