იბერია კონფერენს ლიგაზე ასპარეზობას გამარჯვებით იწყებს » სპორტის ხაზი

იბერია კონფერენს ლიგაზე ასპარეზობას გამარჯვებით იწყებს

იბერია კონფერენს ლიგაზე ასპარეზობას გამარჯვებით იწყებს
25-07-2024, 23:06
Aa Aa
გაზიარება:

იბერია 1999 მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პარტიზანს დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად 2-0 დაამარცხა.

ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდმა ანგარიში 31-ე წუთზე გახსნა, შოთა ნონიკაშვილმა თერთმეტრიანი ზუსტად შეასრულა.

იბერია სათამაშო უპირატესობას ფაქტობრივად მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა, ალბანურ გუნდს კარში ზუსტი დარტყმა არ ჰქონია. მატჩის საბოლოო ანგარიში შეიკნე სილამ დააფიქსირა.

საპასუხო შეხვედრა 1 კვირაში ალბანეთში გაიმართება.



კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი