კონფერენსლიგის პლეი ოფში "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქის ვინაობა ცნობილია.
დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში წილისყრა გაიმართა, სადაც კლუბების მეტოქეები მომდევნო ეტაპებზე გაირკვნენ.
იმ შემთხვევაში, თუ ლევან კორღალიძის გუნდი თურქული ბაშაქშეჰირის ბარიერს დაძლევს, მათი მეტოქე ირლანდიულ "სტ. პატრიკს ატლეტიკსა" და აზერბაიჯანულ "საბაჰს" შორის გამარჯვებული იქნება.
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას იბერია 8 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათზე გამართავს.