იბერია 1999-ისა და ბაშაქშეჰირის მატჩის დაწყებამდე ლაშა ბექაური ოლიმპიურ ოქროს მედალს წარადგენს - ინფორმაციას ამის თაობაზე ქართული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
"ორგზის ოლიმპიური ქართველი ჯუდოკის გამოსვლის ღონისძიება 8 აგვისტოს, 19:45 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ იბერიასა და ბაშაქშეჰირს შორის კონფერენს ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩში 8 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.