"იბერიას 1999-ის" ქართველი გარემარბი, საბა მამაცაშვილი კარიერას ევროპაში გააგრძელებს.
"იბერიას 21 წლის მარცხენა მცველი საბა მამაცაშვილი კარიერას შვედურ სირიუსში გააგრძელებს.
Geo Team-ის ინფორმაციით, ფეხბურთელი კლუბთან კონტრაქტს 2.5+1 წლიანი სისტემით გააფორმებს.
საბა მამაცაშვილი აგენტთან, ლევან სეთურიძესთან და იბერიას ვიცე-პრეზიდენტ დავით ხეჩიკაშვილთან ერთად უკვე შვედეთში იმყოფება.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მცველის ტრანსფერში იბერია თანხას მიიღებს." - წერს Geo Team