Geo Team-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ვეტერანი თავდამსხმელი, ლევან მჭედლიძე, რომელიც ამჟამად საბა გოგლიჩიძის მენეჯერია, ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებისთვის იტალიაში გაემგზავრა.
"BREAKING: საბა გოგლიჩიძის წარმომადგენელი, ლევან მჭედლიძე დღეს, პოტენციურ ტრანსფერზე სალაპარაკოდ იტალიაში გაემგზავრა.
25 იანვარს, ემპოლი - ბოლონიას მატჩის შემდეგ ლევან მჭედლიძე 4 იტალიურ გუნდს შეხვდება: იუვენტუსს, ატალანტას, მილანს და რომას
რომა საქმეში 2 დღის წინ ჩაერთო
გუნდი, რომელიც მზადაა, ტრანსფერის შემდეგ ზაფხულამდე ფეხბურთელი ემპოლიში დატოვოს, მხოლოდ მილანია
ამ მომენტისთვის ემპოლის საბა გოგლიჩიძის ტრანსფერზე არანაირი წინადადება არ მიუღია - ტოსკანელთა მოთხოვნაა 15 მილიონი"
- წერს ქართული გვერდი.