25 იანვარს, ღამის 12 საათზე პარი სენ-ჟერმენი რეიმსის წინააღმდეგ ითამაშებს, სადაც, უდიდესი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგება.
აი, რა თქვა ლუის ენრიკემ მატჩამდე ქართველი ფეხბურთელის შესახებ:
ხვიჩა ვარჯიშებზე ვნახეთ და არანაირი პრობლემა არ აქვს, ის მზადაა და დინამიკაშიც კარგად ჯდება.
ის თუ ბარკოლა? კარგი ისაა, რომ შეტევაში 7 ფეხბურთელი მყავს და უპირატესობას კომბინაციებს მივანიჭებ. მთავარია, რომ ორგანიზებული და სინქრონული თამაში მოვნახოთ.
რას ველი კვარაცხელიასგან? ის კართან ახლოს ხშირად უნდა იყოს, რათა დარტყმა და გატანა შეძლოს.
- თქვა ლუის ენრიკემ.