ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟოზე ალტაფინმა Radio Marte-სთან საუბრისას ხვიჩა კვარაცხელია უმადურ ადამიანად მოიხსენია.
მე რომ იუვენტუსში გადავედი, ხალხი უმადურს მეძახდა, თუმცა ნამდვილი უმადური ხვიჩა კვარაცხელიაა. ჩვენს შორის სხვაობა ისაა, რომ მას კლუბმა ახალი კონტრაქტი შესთავაზა, რომელიც მან არ მიიღო, ჩემთვის კი ახალი ხელშეკრულება არავის გამოუგზავნია.
ვინც კი ხვიჩას შემცვლელად მოიაზრება, ნაპოლიმ რომელიმე მაინც რომ იყიდოს, ეს საქმეს გამოასწორებს.
- თქვა ალტაფინმა.