თურქი ჟურნალისტი, ტოლგა ბოზდუმანი ირწმუნება, რომ ვიქტორ ოსიმენთან კონფლიქტი მოუვიდა და ფეხბურთელმა მას სახეში გაარტყა.
როგორც რეპორტიორი ამბობს, ოსიმენი ღამით კლუბიდან გამოდიოდა, რა დროსაც ბოზდუმანმა მას ფოტოები გადაუღო, რაზეც ვიქტორი ძალიან გაბრაზდა და შესაბამისი რეაქცია ჰქონდა.
ფეხბურთელი ჟურნალისტს თავს დაესხა, სახეში ჩაარტყა და ფოტოაპარატის წართმევა, შემდეგ კი მისი დამსხვრევა სცადა.
ითქვა ისიც, რომ ოსიმენმა ჟურნალისტს ამ ყველაფრის წასაშლელად ფულიც კი შესთავაზა, თუმცა ბოზდუმანმა ვიქტორი უარით გაისტუმრა.