"ბარსელონამ" ოფიციალურად გამოაცხადა რონალდ არაუხოსთან ახალი ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შესახებ.
ახალი ხელშეკრულება თანამშრომლობას 2031 წლის ზაფხულამდე ითვალისწინებს.
არაუხო "ბარსელონას" ღირსებას 2018 წლიდან იცავს, და 155 ჩატარებულ შეხვედრაში რვა გოლსა და ექვს საგოლე გადაცემას ითვლის.
მიმდინარე კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე იყო ძალაში, შეთანხმების ვერ მოხერხების შემთხვევაში კი 25 წლის ურუგვაელი, დიდი ალბათობით ტურინის "იუვენტუსში" აღმოჩნდებოდა.