ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელია. მან სამედიცინო შემოწმება უპრობლემოდ გაიარა და ფრანგებთან 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
როგორც იცით, პარიზული გრანდის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკეა, რომელსაც ახლო წარსულში ხვიჩა კვარაცხელიაზე საინტერესო კომენტარი აქვს გაკეთებული.
თუ ხვიჩა კვარაცხელია ასე გააგრძელებს, ის სულ მალე დიდი გუნდის ფეხბურთელი გახდება.
- ეს კომენტარი ენრიკემ მაშინ გააკეთა, როდესაც ესპანეთის ნაკრებს წვრთნიდა, მისი გუნდის კარი კი თბილისში სწორედ ხვიჩა კვარაცხელიამ აიღო.
მაშ ასე, გავიდა თვეები და ლუის ენრიკე კვარას დამრიგებელი თავადვე გახდა, ეს ორი კი საქმეს ერთად უახლოეს დღეებში შეუდგება.