UFC 311-ის ორი მთავარი ბრძოლიდან ერთ-ერთი ისლამ მახაჩევსა და არმან ცარუკიანს შორის უნდა გამართულიყო, თუმცა ისლამს არმანის ნაცვლად რენატო მოიკანო დაუპირისპირდება.
როგორც მედიაში წერენ, სომეხმა მებრძოლმა ბრძოლიდან ჩახსნის გადაწყვეტილება ტრავმის მიღების გამო მიიღო, რამაც გულშემატკივრებში დიდი შოკი გამოიწვია.
არადა, არმან ცარუკიანი ამბობდა, რომ ისლამ მახაჩევის დამარცხების შემთხვევაში საჩემპიონო ქამარს პირველად თბილისში ჩამოიტანდა, რადგან ის სწორედ საქართველოშია დაბადებული.
შეგახსენებთ, რომ ამავე ივენთზე ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მერაბ დვალიშვილის ბრძოლაა, რომელიც უმარ ნურმაგომედოვთან ტიტულის დაცვას შეეცდება.