ნაპოლი სერია A-ში ბერგამოს ატალანტას შეხვდება, მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე კი კონტემ ხვიჩას შესახებ მორიგ ჯერზე ისაუბრა.
აქამდე 47 ქულით მოვედით, რომელიც ჩვენი შრომით გამოვიმუშავეთ, თუმცა ახლა უმთავრესი თემა ხვიჩა კვარაცხელიას გუნდიდან წასვლაა. წინა სეზონთან შედარებით ახლა 3-4 წამყვანმა მოთამაშემ დაგვტოვა და თავად შეაფასეთ თუ რამდენად მოძლიერდა გუნდი ამ დროის განმავლობაში.
ახლა სხვა ნაპოლია და წინ 18 მატჩის ჩატარება გველის, თუმცა მთავარი საკვანძო ფეხბურთელი აღარ გვეყოლება.
- თქვა კონტემ.