UFC-ის ქვემსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, მაქს ჰოლოუეიმ მერაბ დვალიშვილის და უმარ ნურმაგომედოვის მოახლოებულ ბრძოლაზე ისაუბრა.
"მეზიზღება, როცა ჩემპიონს ასეთ კოეფიციენტს აძლევენ, ეს სრული სიგიჟე და უპატივცემულობაა. მესმის, რომ უმარი ქამრის პრეტედენტი და დაუმარცხებელი მებრძოლია, მაგრამ მაინც სრული სიგიჟეა!
საერთო ჯამში საინტერესო ჩხუბი იქნება და ვნახოთ რა მოხდება, პირადად მე ვვარაუდობ რომ მსაჯების გადაწყვეტილებით მერაბ დვალიშვილი გაიმარჯვებს. თუ საქმე ფინიშამდმე მივა, გამარჯვებული უმარი იქნება", - განაცხადა ჰოლოუეიმ.
შეგახსენებთ, დვალიშილი და ნურმაგომედოვი ერთმანეთს 19 იანვარს გამთენიისას დაუპირისპირდებიან.