ნაპოლის ყოფილი სპორტული დირექტორი, ჯორჯო პერინეტი ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენში ტრანსფერს ეხმაურება.
ხვიჩა კვარაცხელიას სახით ნაპოლიმ შესანიშნავი ფეხბურთელი გაუშვა ხელიდან, თუმცა იმასაც გააჩნია თუ როგორი კვარა დაკარგა გუნდმა, გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე თუ უმოტივაციოდ მოთამაშე?
- სვამს რიტორიკულ კითხვას ჯორჯო პერინეტი.
უკანასკნელი ცნობებით, ნაპოლიმ ქართველის შემცვლელი უკვე მონახა და ის ალეხანდრო გარნაჩოა, რომელსაც გუნდში შესაბამის პირობებს დაახვედრებენ.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ უდიდესი ალბათობით, პარიზელები ხვიჩას ტრანსფერს დღის ბოლომდე გააოფიციალურებენ.