მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილი კვლავ "ვალენსიას" უცვლელი მეკარეა.
მადრიდულმა გამოცემა AS-მა გამოაქვეყნა საინტერესო სტატია, რომლის მიხედვითაც, წინა სეზონთან შედარებით, გიორგის საქმეში ჩართვა უფრო ნაკლებად უწევს.
წინა სეზონში ქართველი მეკარე სეივების რაოდენობით ლა ლიგის ტოპ 5 მეკარეში შედიოდა. ჯერჯერობით, წელს მის ანგარიშზე 23 სეივია და ამით მხოლოდ მე-12 ადგილს იკავებს. გასულ სეზონში მამარდაშვილი თამაშში საშუალოდ 2.9 სეივს აკეთებდა, წელს კი - 2.5.
რაც შეეხება გაშვებულ გოლებს, 9 მატჩში 11 გაშვებული გოლით გიორგის მაჩვენებელი საშუალო სტატისტიკურია. ის მადრიდის "რეალს" ძალიან ჩამორჩება (6 გაშვებული გოლი), ხოლო "ალმერიას" ძალიან უსწრებს - 24 გაშვებული გოლი.
AS წერს, რომ ეს ნაწილობრივ "ვალენსიის" ახალი მწვრთნელის დამსახურებაა, რომელმაც დაცვა შედარებით დაალაგა და გუნდი მამარდაშვილზე ნაკლებად დამოკიდებული გახადა.