UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი ისლამ მახაჩევი არმან ცარუკიანს დაუპირისპირდება - ინფორმაციას ამის თაობაზე ნურმაგომედოვის გარემოცვა ავრცელებს.
მათივე მტკიცებით, ბრძოლა 18 იანვარს, ლოს ანჯელესში UFC 311-ზე გაიმართება. სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.
ცნობისთვის, რუსი და სომეხი მებრძოლები აქამდე ერთმანეთს წარსულში ერთხელ უკვე დაუპირისპირდნენ და მაშინ მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვებული მახაჩევი გახდა.