მას შემდეგ რაც ხვიჩას კვარაცხელიას წასვლა "ნაპოლიდან" გარდაუვალი გახდა, ლაურენტისმა და კონტემ კლუბისთვის ქართველი შემტევის შემცვლელის ძიება აქტიურად დაიწყეს.
აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "კვარას" ჩანაცვლებას ნეაპოლელები "იუნაიტედის" არგენტინელი შემტევით, ალეხანდრო გარნაჩოთი აპირებდნენ.
თუმცა, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელთა სიაში გარნაჩოს გარდა, "ბორუსია დორტმუნდის" 22 წლის გერმანელი გარემარბი, კარიმ ადეიემიც მოხვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, "ნაპოლი" უკვე დაუკავშირდა ადეიემის წარმომადგენლებს და მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა.
გარნაჩოსა და ადეიემის გარდა, ნეაპოლში ასევე მოინიშნეს "ლილის" შემტევი ედონ ჟეგროვა, და "ბაიერნის" შემტევი მატის ტელი.