იტალიურ მედიაში საუბრობენ თუ ვინ შეიძლება დაიკავოს ხვიჩა კვარაცხელიას ადგილი "ნაპოლიში".
შესაძლო შემცვლელებზე საუბრისას, მედიაში ყველაზე ხშირად მანჩესტერის ახალგაზრდა არგენტინელი შემტევის, ალეხანდრო გარნაჩოს გვარი ჟღერდება.
ამის შესახებ გავლენიანმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომაც დაწერა, რომელმაც განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე უარს არც მანჩესტერული კლუბი ამბობს.
იმ შემთხვევაში, თუ "ნაპოლი" კვარაცხელიას 80 მილიონ ევროდ გაყიდის, აურელიო დე ლაურენტისი მზად იქნება, რომ "წითელ ეშმაკებს" გარნაჩოს სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაუხადოს.