ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პარი სენ-ჟერმენმა ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტი უკვე შეათანხმა და ტრანსფერის გაოფიციალურება მხოლოდ დროის საკითხია.
როგორც დაიწერა, ნაპოლი ქართველი ფეხბურთელის ჩანაცვლებას ალეხანდრო გარნაჩოთი აპირებს, რის შესახებაც Football Italia წერს.
იტალიური წყარო წერს, რომ მანჩესტერ იუნაიტედი არგენტინელ ვინგერს 42 მილიონ ევროდ აფასებს.
ნაპოლი ხვიჩას სანაცვლოდ 80 მილიონ ევრომდე აიღებს და შეეძლება, რომ ამის სანახევროდ ალეხანდრო გარნაჩო დაიმატოს.