ნაპოლიმ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პირველი ფეხბურთელი უკვე დაიმატა - საუბარია ბორნმუთის ნახევარმცველ ფილიპ ბილინგზე.
28 წლის დანიელი იტალიურმა გუნდმა იჯარის წესით დაიმატა და მისი გამოსყიდვის უფლება 9/10 მილიონ ევროდ შეეძლება, ამასთან ფეხბურთელის ანაზღაურებას ნაპოლი გადაიხდის.
ცნობისთვის, ბილინგმა მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯამურად მოედანზე სულ რაღაც 176 წუთი გაატარა.