VIDEO: ცრემლები ვერ შეიკავა | აი, რატომ გვიყვარს ფეხბურთი » სპორტის ხაზი

VIDEO: ცრემლები ვერ შეიკავა | აი, რატომ გვიყვარს ფეხბურთი

VIDEO: ცრემლები ვერ შეიკავა | აი, რატომ გვიყვარს ფეხბურთი
25-11-2022, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის H ჯგუფის ერთ-ერთი საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს ურუგვაი და სამხრეთ კორეა დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი უგოლოდ დასრულდა, შეხვედრიდან ერთი ეპიზოდის სამახსოვროდ წაღება მაინც შეგვიძლია.

საქმე ისაა, რომ მაშინ, როდესაც ფეხბურთელები მატჩამდე ხურდებოდნენ, შეხვედრის რეჟისორებმა ახლო კადრით ურუგვაის სათადარიგო მეკარე, სებასტიან სოსა გვიჩვენეს, რომელიც ცრემლებს ვერ იკავებდა და ტიროდა.

რასაკვირველია, თავდაპირველად გაჩნდა მოსაზრება, რომ მუნდიალზე თამაშით გამოწვეულმა ემოციებმა, შესაძლოა სოსა აეტირებინა, თუმცა ცრემლების რეალური მიზეზი სულ სხვა, გაცილებით ტრაგიკული აღმოჩნდა.

როგორც დაიწერა, სებასტიან სოსას მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 1 კვირით ადრე დედა გარდაეცვალა, თუმცა ურუგვაის ფეხბურთელმა საკუთარი ქვეყანა მაინც არ დააღალატა და მასთან ერთად მუნდიალზე გაემგზავრა.

ეს არის კადრები, რომლებიც ნათლად ცხადყოფს, თუ რატომ გვიყვარს ფეხბურთი და რას შეიძლება ნიშნავდეს ის თითოეული მოთამაშისთვისა თუ გულშემატკივრისთვის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი