ჟურნალისტი ჟოტა ჟორდი: "ბარსელონა ჰოლანდის შეძენას 2025-ში ეცდება" » სპორტის ხაზი

ჟურნალისტი ჟოტა ჟორდი: "ბარსელონა ჰოლანდის შეძენას 2025-ში ეცდება"

ჟურნალისტი ჟოტა ჟორდი: "ბარსელონა ჰოლანდის შეძენას 2025-ში ეცდება"
19-12-2024, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

ესპანური გამოცემის, კერძოდ El Chiringuito-ს ჟურნალისტმა, ჟოტა ჟორდიმ თქვა, რომ ბარსელონა ერლინგ ჰოლანდის დამატებას 2025 წლიდან ეცდება.

აღნიშნული წყაროს ცნობით, კატალონურმა კლუბმა გადაწყვიტა გააქტიუროს ნორვეგიელი თავდამსხმელის შეძენის პროცესი, რადგან ეჭვობს, რომ 36 წლის ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი ვეღარ შეძლებს სეზონის განმავლობაში 60-70 მატჩის ერთ დონეზე ჩატარებას.

ასევე, ბარსაში მიაჩნიათ, რომ 2025 წლის ზაფხული იდეალური დროა ერლინგ ჰოლანდის შესაძენად, რადგან ძალაში იქნება მანჩესტერ სიტის სასამართლო გარჩევა პრემიერლიგასთან კლუბის მხრიდან ფინანსური დარღვევების შესახებ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი