მანჩესტერ სიტის ყოფილმა ფეხბურთელმა, ბენჟამინ მენდიმ კლუბს სასამართლო პროცესი მოუგო და სოლიდურ თანხასაც მიიღებს.
საქმე იმაშია, რომ ფეხბურთელს ინგლისურმა კლუბმა 2021 წლის აგვისტოში ხელფასის გადახდა შეუწყვიტა - მას შემდეგ, რაც ფრანგი მცველი ძალადობაში დაადანაშაულეს და ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
სასამართლო პროცესები დასრულებულია, ბენდი კი ყველა ბრალდებაში გამართლდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბენჟამინ მენდი ჯამში 11 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს.