მოგეხსენებათ, პარი სენ ჟერმენის მაროკოელი მცველი, აშრაფ ჰაკიმი ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი გოგონას ძალადობაში დაადანაშაულეს, რის გამოც მისმა მეუღლემ ჰიბა აბუკმა ფეხბურთელთან განქორწინება გადაწყვიტა.
ჰიბა იმედოვნებდა, რომ ჰაკიმის ქონების ნახევარს მიიღებდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, 24 წლის მცველის მთლიანი ქონება დედამისი სახელზეა გაფორმებული - შესაბამისად, ჰიბა აბუკი განქორწინების შედეგად ვერაფერს მიიღებს.
ამ ეტაპზე ორივე მხარის ადვოკატები იმაზე მუშაობენ, რომ წყვილის დაშორების შემდეგ ჰაკიმმა ორ შვილს, რომელიც ჰიბასთან ჰყავს შესაბამისი ალიმენტი გადაუხადოს.