"კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება" - CorSport » სპორტის ხაზი

"კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება" - CorSport

"კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება" - CorSport
25-11-2022, 00:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ წელის ტრავმა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მიიღო, რომელიც ნეაპოლურმა გუნდმა ლივერპულის წინააღმდეგ 2 ნოემბერს გამართა. მას შემდეგ, ხვიჩამ სერია A-ს ზედიზედ სამი შეხვედრა გამოტოვა. გარდა ამისა, კვარაცხელია ვერც ეროვნულ ნაკრებს დაეხმარა, რომელმაც ამხანაგური შეხვედრა მაროკოს წინააღმდეგ 17 ნოემბერს გამართა.

მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩების გამოტოვება ტრავმის გამო დაიწყო, მსოფლიოს მასშტაბით მისი დაზიანების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად ახლდებოდა, რაც დღემდე ასეა. სწორედ ასე, რამდენიმე საათის წინ დაიწერა, რომ ხვიჩას გამოჯანმრთელების პროცესი პროგრესს განიცდის და ქართველი ფეხბურთელის დაბრუნებას 28 ნოემბრისკენ უნდა ველოდოთ:

"ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა ლივერპულთან თამაშის დროს მიიღო, რის შემდეგაც ქართველ ფეხბურთელს დასვენება მოუწია. გარკვეული თამაშების გამოტოვების შემდეგ, როგორც ხვიჩას, ისე მისი თანაგუნდელის, რაჰმანის სიტუაცია უმჯობესდება. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიამ გამოთავისუფლებული დრო პროდუქტიულად გამოიყენა და თავის სამშობლოს ეწვია." - წერს CorSport.

ცნობისთვის, ლუჩანო სპალეტის გუნდი დაბრუნებას 27-28 ნოემბრისკენ გეგმავს, რა დროსაც ნაპოლი თურქეთში, კერძოდ ანტალიაში შეიკრიბება და სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. უკანასკნელი ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიამ დაბრუნება სწორედ ამ დროისთვის უნდა მოახერხოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი