სუბიმენდის 2 შანსი - პეპ გვარდიოლა ესპანელ ფეხბურთელს უცდის » სპორტის ხაზი

სუბიმენდის 2 შანსი - პეპ გვარდიოლა ესპანელ ფეხბურთელს უცდის

სუბიმენდის 2 შანსი - პეპ გვარდიოლა ესპანელ ფეხბურთელს უცდის
9-12-2024, 21:15
Aa Aa
გაზიარება:

ესპანური და ინგლისური მედიის ინფორმაციით, პეპ გვარდიოლას ახალი სატრანსფერო სამიზნე რეალ სოსიედადის ნახევარმცველი, მარტინ სუბიმენდია, რომელიც, თავის მხრივ, მადრიდის რეალს უცდის.

ბასკური გუნდის ფეხბურთელის მიზანი რეალის მაისურის მორგებაა, რის გამოც მარტინი ახლა მოლოდინის რეჟიმშია. თუ რეალის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ქმედით ნაბიჯებს გადადგამს, სუბიმენდი რეალში აღმოჩნდება.

იმ შემთხვევაში თუ რეალის და სუბიმენდის პოტენციური ტრანსფერი არ შედგა, მაშინ საქმეში მან.სიტი ჩაერთვება, რომლის მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლასაც ფეხბურთელი ძალიან მოსწონს.

გვარდიოლას მიაჩნია, რომ სუბიმენდი წლების განმავლობაში შეძლებს სიტიში მაღალი დონის ფეხბურთის ჩვენებას, რის გამოც მარტინი პეპის ფავორიტთა სიაშია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი