იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიასა და "ნაპოლის" შორის მიმდინარე პროცესებზე აქვეყნებს ინფორმაციას, სადაც ვკითხულობთ რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.
"ნაპოლისა" და კვარაცხელიას მხარეებს შორის ცივი ომია გაჩაღებული.
გუნდი მაქსიმალური შეთავაზება 6 მილიონი ევროა და არ აპირებენ მეტის შეთავაზებას.
კვარაცხელიას წარმომადგენლების მოთხოვნა კი 10 მილიონი ევროა, რაზეც უარის თქმისკენ არც ისინი იხრებიან.
ქართველი ფეხბურთელის მხარის სურვილი ასევე უნდა იყოს, კვარაცხელიას შესაძლებლობის, რომ მან მომდევნო წელს შესაძლებლობის შემთხვევაში ტრანსფერი პრობლემის გარეშე შეძლოს, ხელშეკრულებაში აღნიშნული პუნქტით გამყარება.
გამოსასყიდ თანხად ფეხბურთელის მხარე 80 მილიონ ევროს მიიჩნევს, "ნაპოლის" კი 120 მილიონი სურს
- წერს კვარაცხელიაზე იტალიური RAI.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში, კვარაცხელიას მხარემ "პსჟ" უარით გაისტუმრა. შემოთავაზება ყოველწლიური ანაზღაურების სახით 13 მილიონ ევროს ითვალისწინებდა.